|
2022-09-05 12:55:16, 934 ნახვა
მსოფლიო
კრამონი - საქართველო, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტრიოს ცენტრი იყო, ახლა გვერდზეა გაწეული
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის თბილისში ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა. კრამონის თქმით, საქართველო ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოს გამოეთიშა. "ევროკავშირში ინტეგრაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს, აღარსად, ეს დიდი პრობლემაა. აქამდე ჩვენ ტრიო გვქონდა და საქართველო იყო ამ ტრიოს ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება. მასზე საუბარი წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებში არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვძებნოთ ამ საკითხის გადაჭრის გზა, თუ ის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,"- განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)