|
2022-09-05 11:49:07, 954 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთში ელჩები შეცვალეს
მედიის ცნობით, ევროკავშირი და აშშ რუსეთში ელჩებს ცვლიან. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი გახდება. წყაროს ცნობით, „ევროკავშირი იცავს პოზიციას მოსკოვთან კომუნიკაციის დიპლომატიური არხების გახსნის აუცილებლობის შესახებ“ უკრაინაში ომის მიუხედავად. „იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი დაიკავებს. მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე დაამტკიცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ივნისში“, - განაცხადა რუსული სააგენტო TASS-ის წყარომ. ცნობისთვის, 4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობა დაასრულა და მოსკოვი დატოვა. 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩმა რუსეთში მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)