|
2022-09-05 11:18:20, 1031 ნახვა
მსოფლიო
ჰოჯესი - აშშ-ს მიზნები რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“ უნდა მოიცავდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მიზნებში შედის რუსეთის „დეიმპერიალიზაცია“,- აცხადებს ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი ბენ ჰოჯესი Twitter-ზე. ჰოჯესი საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის "იმპერიალისტური ომები" მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა. "ვფიქრობ, რომ აშშ-ს სამხედრო მიზნები ამ კონფლიქტში უნდა მოიცავდეს რუსეთის "დეიმპერიალიზაციას". მეჩვენება, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისს, როგორც ეს დღეს გამოიყურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის... ჩვენ არ ვიყავით მზად სსრკ-ს დასასრულისთვის“, - წერს ჰოჯესი. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ხალხი ახლა ორიენტირებულია უკრაინაზე, თუმცა, რუსეთის იმპერიალისტური ომები მეზობლების წინააღმდეგ არ დაიწყო უკრაინაში, არამედ აქ, საქართველოში 2008 წელს. რუსეთმა მოლდოვის ნაწილი დაიპყრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)