|
2022-09-04 14:04:58, 1232 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ბაიდენი სახელმწიფოს მტერია
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მემკვიდრე ჯო ბაიდენი „სახელმწიფოს მტრად“ გამოაცხადა. 8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას, ტრამპმა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „სამართლიანობის ფარსი“ უწოდა და დასძინა, რომ ეს გამოიწვევს „ისეთ რეაქციას, როგორიც არავის უნახავს“. „ამერიკის თავისუფლების რეალური საფრთხის უფრო ნათელი მაგალითი არ შეიძლება არსებობდეს, როგორც ეს სულ რამდენიმე კვირის წინ, თქვენ ნახეთ, როდესაც ჩვენ გავხდით ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ბოროტად გამოყენების მოწმე ის სახელმწიფოს მტერია. თქვენ ეს უნდა იცოდეთ", - თქვა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლი ფლორიდაში FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)