11:31 - 02 Oct, 2026
|
2022-09-04 12:57:26, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსულ ჯარს ანაზღაურების და დისციპლინის პრობლემები აქვს
ბრიტანეთის დაზღვევის ცნობით, რუსულ ჯარში საბრძოლო დაღლილობის და დიდი მსხვერპლის გარდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათი ანაზღაურებაა. მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პერსონალის შემოსავალი მცირე ხელფასს შეადგენს, რომელსაც ავსებს პრემიები და დანამატები. დაზვერვა იტყობინება, რომ უკრაინაში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა დიდი საბრძოლო პრემიების გადაუხდელობის გამო. "რუსი სამხედროები მუდმივად ვერ აძლევდნენ უკრაინაში დისლოცირებულ ჯარებს ძირითად რესურსებს, მათ შორის შესაბამის ფორმას, იარაღს და რაციონს, ასევე ანაზღაურებას. ამან რა თქმა უნდა შეუწყო ხელი ძალების დიდი ნაწილის საბრძოლო განწყობას", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)