|
2022-09-04 11:48:55, 1390 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ომზე პასუხისმგებლობა პუტინს და მის რეჟიმს ეკისრება, რუსი ხალხი არ უნდა დაისაჯოს
შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნების გეგმებს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ტელეარხ Dozhd- თან ინტერვიუში განაცხადა . მისივე თქმით, უკრაინაში დაწყებულ უმიზეზო ომში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვაა. კირბის მოსაზრებით "თავად რუსები არ უნდა დაზარალდნენ ომის შედეგად." " ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები ცალკეული პირებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც პუტინისთვის და მისი რეჟიმის მხარდამჭერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელს შეუწყობს. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ პუტინის ქმედებებზე ყველა რუსისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არაპროდუქტიული ღონისძიებაა,"- განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, 31 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსებისთვის ვიზების გამარტივებული გაცემის გაუქმებაზე. ამავდროულად, ისინი ვერ შეთანხმდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე. ამის შემდეგ ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა განაცხადეს, რომ განიხილავენ ევროპული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვის დაწესებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)