11:32 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-04 11:08:05, 1549 ნახვა

ომი უკრაინაში
IAEA - ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მთავარ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი შეწყდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის ზაპორიჟიეს ატომურმა სადგურმა  ბოლო დარჩენილ მთავარ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი კვლავ დაკარგა, მაგრამ განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას ქსელში სარეზერვო ხაზის მეშვეობით.

სააგენტოს ცნობით, სადგურის ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს

შეგახსენებთ, რომ რუსმა დამპყრობლებმა 4 მარტს აიღეს ZNPP და სატელიტური ქალაქი ენერგოდარი. რუსეთი უარს ამბობს ZNPP-ის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.

აგვისტოს დასაწყისიდან ოკუპანტები პერიოდულად ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას.

უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, IAEA-მ ჩამოაყალიბა მისია ოკუპანტების მიერ მიტაცებული ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მასში შედიოდა 14 საერთაშორისო ექსპერტი.

მისიას ხელმძღვანელობს IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი, რომელიც ფოკუსირებულია სამ მიზანზე : ფიზიკური დაცვა; ბირთვული უსაფრთხოება; ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის გარანტიები.

გარდა ამისა, მისიის ვიზიტის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული დაბომბვის შედეგად, ავარიული დაცვა ამოქმედდა და  მოქმედი მე-5 ენერგობლოკი გამორთული იყო. 

1 სექტემბერს IAEA-ს დელეგაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მივიდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics