|
2022-09-02 15:44:32, 2247 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდინი - თუ ევროპას სურს თავი დააღწიოს ენერგეტიკულ კრიზისს, მას სჭირდება Nord Stream 2-ის განახლება
იმისათვის, რომ ევროპამ თავი დააღწიოს ენერგეტიკულ კრიზისს მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და Nord Stream 2-ის განახლებაა. - ამის შესახებ დუმას სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ევროპა აირჩევს მეორე გზას და გააგრძელებს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის საკუთარ ეკონომიკასა და მოქალაქეებს. "სიმართლის თქმის დრო დადგა ევროპელი ლიდერებისთვის. მათ ორი არჩევანი აქვთ იმ სიტუაციაში, რაც თავიანთ თავებს თვითონ შეუქმნეს: პირველი, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო სანქციების მოხსნა და Nord Stream 2-ის განახლება. მეორე - არსებული ვითარების შენარჩუნება, რაც კიდევ მეტ პრობლემას შექმნის ეკონომიკაში და მოქალაქეებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)