|
2022-09-02 14:09:30, 1195 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - დღეს მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს
დღეს მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ფრანცისკეს თქმით, მსოფლიომ უკრაინელი ხალხისთვის „განსაკუთრებული სახით“ უნდაილოცოს. მისივე თქმით, ყველას ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, რომელმაც ძალიან მტკივნეული კვალი დატოვა, დღეს კი მსოფლიო მესამეს განიცდის. „დაე, წარსული გამოცდილების ხსოვნამ გაგამხსოვროთ მშვიდობა საკუთარ თავში, ოჯახებში, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ცხოვრებაში“,- განაცხადა პაპმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რომის პაპი უკრაინულმა მხარემ არაერთხელ გააკრიტა მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო. ბოლო შემთხვევა უკავშირდება მის განცხადებას მოსკოვში მოკლული რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის შესახებ. რომის პაპის თქმით, ის ომის უდანაშაულო მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა გააკრიტიკეს ფრანცისკე, რის გამოც ვატიკანი იძულებული გახდა პონტიფიკოსის სიტყვებისთვის დამატებითი განმარტება გაეკეთებინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)