|
2022-09-02 12:03:39, 1288 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი - ჩვენ შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასებზე შეზღუდვებს დაუწესებენ
მოსკოვი შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასებზე შეზღუდვებს დაუწესებენ-, ამის შესახებრუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს არაკონკურენტულ პირობებში მუშაობის გაგრძელებას. „თუ ისინი დააწესებენ შეზღუდვებს ფასებზე, ჩვენ უბრალოდ არ მივაწოდებთ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ისეთ კომპანიებს ან სახელმწიფოებს, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს, რადგან ჩვენ არ ვიმუშავებთ არაკონკურენტულ პირობებში “,- განაცხადა ნოვაკმა. ცნობისთვის, G7-ის ფინანსთა მინისტრები, ერთმანეთს სავარაუდოდ, პარასკევს შეხვდებიან, რათა განიხილონ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესება. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა პუტინის შემოსავალზე ძლიერად დარტყმისთვის და ამის გაკეთება გამოიწვევს არა მხოლოდ პუტინის ნავთობის შემოსავალს, არამედ გლობალურად ენერგიის ფასებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა. თავად ნოვაკმა შეზღუდვების დაწესების წინადადებებს "სრულიად აბსურდული" უწოდა და თქვა, რომ ამით მათ შეუძლიათ გაანადგურონ ნავთობის გლობალური ბაზარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)