11:31 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 10:40:37, 2747 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხრეთის სარდლობა - უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის ჰაუბიცები და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს

უკრაინის სამხრეთით,  ჩვენმა სამხედროებმა ახალი დანაკარგები მიაყენეს რუს დამპყრობლებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იტყობინება.

სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა შეასრულეს საცეცხლე დავალებები რუსი ოკუპანტების  სამ საკონტროლო პუნქტზე, ასევე მტრის სარადარო სადგურზე, ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორ ზონაში, მათ იარაღსა და აღჭურვილობაზე.

''კახოვის ხიდზე ხანძარ საწინააღმდეგო კონტროლმა დატოვა რამდენიმე დამატებითი ხვრელი,ღამის განმავლობაში რუსების ზარალი ასეთია:

33 ადამიანი;
ოთხი T-72 ტანკი;
სამი "მსტა-ბ" ჰაუბიცა;
ოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა;
საბრძოლო მასალის საწყობი ბაშტანის რაიონში,"- ვკითხულობთ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა 450-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს. ახლა რუსული არმიის დანაკარგები უკრაინის ომში  დაახლოებით 48,350 ადამიანს შეადგენს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics