|
2022-09-01 10:27:25, 1140 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - არცერთი რუსული ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე
არცერთი რუსული პროპაგანდისტი და არც ერთი რუსული სახელმწიფო ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში „ფორუმი 2000“ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა . მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთი სავალდებულო „ღირებული, ეთიკური ნაბიჯი“ უნდა გადადგას - „რუს პროპაგანდისტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში მუშაობა. რუსული ტელევიზია კვლავ ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნებში, რომელიც თითქმის ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა მსოფლიოში. და ვის წინააღმდეგ მუშაობენ, მითხარით? კონკრეტულად რის განადგურებას ან თუნდაც დისკრედიტაციას ცდილობენ. უპირველეს ყოვლისა? ევროპული დემოკრატია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროპას სრული დაცვა სჭირდება რუსული პროპაგანდისგან. „არც ერთი რუსი პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთი რუსული სახელმწიფო ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსულმა სახელმწიფო ტელეარხებმა "პირველი არხი" და "რუსეთი 1" დაკარგეს აუდიტორიის მეოთხედი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)