|
2022-08-31 18:13:28, 3763 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში უფრო მეტად უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. „ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“,- წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ პრაღაში 30-31 აგვისტოს ორდღიანი არაფორმალური შეხვედრები მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნების ნაწილი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)