|
2022-08-31 11:03:21, 1552 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - გორბაჩოვი იყო შესანიშნავი ხედვის ადამიანი
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. და ამბობს, რომ ის იყო "შესანიშნავი ხედვის მქონე კაცი". ბაიდენის თქმით, გორბაჩოვი საკმარისად მამაცი იყო, რომ მიეღო დემოკრატიული რეფორმები და ბირთვული განიარაღება. "ეს იყო იშვიათი ლიდერის საქციელი, რომელსაც ჰქონდა წარმოსახვა იმის დანახვის, რომ განსხვავებული მომავალი იყო შესაძლებელი და გამბედაობა, რომ მთელი თავისი კარიერა გარისკო მის მისაღწევად. შედეგი იყო უფრო უსაფრთხო სამყარო და მეტი თავისუფლება მილიონობით ადამიანისთვის",- დასძინა ბაიდენმა. ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)