|
2022-08-30 18:50:57, 1967 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო - რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას ვაჩერებთ
გერმანიამ გადაწყვიტა შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანულ მედიას განუცხადა, ევროპას სჭირდება ერთობლივი გადაწყვეტის პოვნა, ზოგჯერ საპირისპირო პოზიციებით. „გერმანიის მთავრობას სურს საშუალება მისცეს „რუსეთში დევნილ ადამიანებს ძალიან სწრაფად დატოვონ ქვეყანა“,- განაცხადა ბერბოკმა. მისივე თქმით, გერმანია რუსებს ვიზების გამარტივებული გაცემის პროცედურის შეჩერებას სთავაზობს, და არა მრავალწლიანი ვიზების გაცემას. გარდა ამისა, იგეგმება სავიზო დოკუმენტაციის მიმღებ პირთათვის დამატებითი შემოწმებების შემოღება. საბოლოოდ, ვიზის მოსაკრებელიც 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. ცნობისთის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას. შეგახსენებთ, რომ დღეს პრაღაში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმების შემუშავებაა იქნება.ამასთან, თავდაცვის მინისტრები დღესვე განიხილავენ იმ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელსაც უკრაინას გადასცემენ. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)