|
2022-08-30 17:34:58, 2750 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპის სიტყვები არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებად - ვატიკანი კრიტიკას ეხმაურება
რომის პაპისა და მისი ქვეშევრდომების მთავარი მიზანია, ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს სოლიდარობისა და მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდონ. მისი განცხადებები არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებებად,- ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News-ს ავრცელებს. კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ რომის პაპის სიტყვები იმის შესახებ, რომ მოკლული რუსი ჟურნალისტი დარია დუგინა ომის უდანაშაულო მსხვერპლია, უნდა განიხილებოდეს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად ამაღლებული ხმა და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია. „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს ინტერვენციები აშკარაა და ცალსახაა დაგმოს ის, როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, ამაზრზენი და მკრეხელური“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, რომელმაც 20 აგვისტოს მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ "ომის უდანაშაულო მსხვერპლია”. გარდა ამისა, რომის პაპმა მსოფლიოს მოუწოდა „კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმისკენ. მან ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე და ზაპორიჟჟიას ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)