2022-08-30 13:09:38, 1503 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ ექსპერტიზაზე ხელისუფლების წინადადებას დათანხმდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ ხელისუფლების წინადადებას დათანხმდეს და დამოუკიდებელი ექსპერტიზა მათ მიერ დანიშვნულმა მედიკოსებმა ჩაუტარონ.
"ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, - ამბობს სააკაშბილის ადვოკატი.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის 1 წლით გადავადება სურს.
„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,