|
2022-08-30 09:38:15, 2439 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა ჯარებმა ხერსონთან მდებარე 4 სოფელი რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლეს
უკრაინულმა ჯარებმა ხერსონთან მდებარე ოთხი სოფელი რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო წყარომ CNN-ს განუცხადა. მათი მთავარი „სამიზნე“ ხერსონია, დასძინა წყარომ. "ოპერაცია ღამით დაიწყო რუსული პოზიციების და ზურგის მასიური დაბომბვით. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო პრავდინზე. ჩვენ დავარტყით მათ ქვეითებს DNR-დან (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და LNR-დან (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და ისინი გაიქცნენ. რუსული დესანტი მათ უკან გაიქცა”, - თქვა წყარომ, რომელსაც CNN უსაფრთხოების მიზეზების გამო არ ასახელებს. წყაროს თქმით, სოფლის სახელებია ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე. „ბევრი მათგანი მოკლეს და ტყვედ აიყვანეს და ბევრი [რუსული] სამხედრო მანქანა [განადგურდა]. ჩვენ ახლა გავათავისუფლეთ ოთხი სოფელი. მათი თავდაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გატეხილია. ვნახოთ, როგორ წავა აქედან. ჩვენი სამიზნე ხერსონია“, - იტყობინება წყარო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)