09:56 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 16:15:43, 2101 ნახვა

ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“  განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

„პროგრამის მიზანია  ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს  წარმოებული პროდუქცია, ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი და  არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა.  
საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით,  ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის   „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ქვეკომპონენტში.  

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, ნაცვლად წლიური 8% პროცენტისა სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად 9 თვის განმავლობაში. 

აღსანიშნავია, რომ ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 9 თეთრს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, კვლავ განსაზღვრულია ბანკებისთვის ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევები საფინანსო ინსტიტუტიებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთების ჭრილში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics