|
2022-08-29 13:29:13, 1548 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ
ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა განიხილოს ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა, და არა ოლიგარქებმა მიიღონ. „მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეაზე ერთსულოვნება იქნება. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა უნდა მიიღოს და არა ოლიგარქებმა, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ“,- განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა. როგორც Financial Times იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილების მიღებას პრაღაში ორდღიან შეხვედრაზე, ხვალ 30 აგვისტოს გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)