12:11 - 02 Oct, 2026
|
2022-08-28 14:47:05, 2610 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში, ავტოცვეტლიტის ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს. მისივე თქმით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში რეგიონში უკრაინული ძალები რუსებს ყოველდღე უტევენ. "წინასწარი ინფორმაციით, მელიტოპოლის რაიონის სოფელ მირნიში განადგურდა ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ფსევდორეფერენდუმის მომზადებას აპირებდნენ",- განაცხადა მერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლსა და რაიონის სოფელ მირნოეში, ღამით აფეთქებები ისმოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)