|
2022-08-28 11:32:31, 1607 ნახვა
მსოფლიო
ბორელის განცხადებით, სერბეთი და კოსოვო ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ
სერბეთისა და კოსოვოს რესპუბლიკის წარმომადგენლები ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხარდაჭერით ჩატარებული დიალოგის ფარგლებში მხარეებმა შეძლეს დოკუმენტებზე შეთანხმება. „სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლისა და გასვლის საბუთები კოსოვოს პირადობის მოწმობების მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა არ შემოიღოს ისინი სერბული პირადობის მოწმობების მფლობელებისთვის“, - თქვა ბორელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან მიიღო გარანტიები პრემიერ-მინისტრისგან. "შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების გამოყენებით", - წერს ბორელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)