|
2022-08-26 16:12:16, 4105 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა
ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი NATO-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა. „მთელი ეს საუბარი NATO-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა. NATO ან "ბიოლაბორატორიების" შესახებ ყალბი ინფორმაციები - ეს კი მედიისთვის საბაბია. ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ რუსეთის „წითელი ხაზები“ უკიდურესად სახიფათოა. მისივე თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული. შესაბამისად ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)