|
2022-08-24 14:00:39, 1240 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ უკრაინელებს - თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც სანდუ "ტვიტერზე" წერს, უკრაინელი ხალხის სიმამაცე არის შთაგონება მომავალი თაობებისთვის. "უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ადამიანების - საკუთარი სახლის დამცველებისა და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!",- წერს მაია სანდუ. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)