09:58 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 13:15:58, 3748 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით საქართველოში პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

„თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში მესამედ აღინიშნება პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომლის  ფარგლებშიც 9-10 სექტემბერს, aPeople-ის სათაო ოფისში კონფერენცია გაიმართება.  

ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 9 სექტემბერს აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). „თიბისი“ მეორე წელია კონფერენციის მხარდამჭერია.

კონფერენცია 9-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები  და საერთაშორისო სპიკერები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ GeoSTQB-ის, „თიბისის“, ISTQB-ის, EPAM-ის, Exactpro-ს, Perforce Software-ის, Cypress.io-ს, Slido-ს, Smart Academy-ს, Flat Rock Technology-ს, aPeople-ის, Quantori, DevOps საქართველოს, RockIT by NGT-ის, Tulaco-ს, Intranote-ის და HTSolution-ის წამყვან სპიკერებს. მონაწილეები გაეცნობიან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საბაზრო კვლევის შედეგებს საქართველოში.

ღონისძიების მიმდინარეობისას ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის ტრენინგ ცენტრების, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა  და კომპანიებისათვის. კონფერენციის ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებს ერთმანეთის გაცნობის, აზრების გაზიარების და საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ.

კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ: tkt.ge-ზე.

GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული  ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური გამოცდის მხარდაჭერა.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3  ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ Exactpro, Epam, Softfan, aPeople და UN Women Georgia.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics