|
2022-08-24 11:06:36, 1644 ნახვა
მსოფლიო
ზალუჟნი - ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, იცის როგორია სისხლისა და სიკვდილის გემო
ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, იცის როგორია სისხლისა და სიკვდილის გემო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც მიჰყავხარ ბრძოლაში და იცი, რომ იქიდან ყველა არ დაბრუნდება. „როგორ შეიძლება იგრძნო დამოუკიდებლობა? ვინც მისთვის იბრძვის, იცის მისი გემო. ეს კანში გამჯდარი მიწის გემოა, სისხლისა და სიკვდილის გემო, რომლითაც ჰაერია გაჯერებული. ცრემლების მლაშე გემო. დამოუკიდებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება თქვენს მხრებს. მიჰყავხართ ბრძოლაში და იცით, რომ იქიდან ყველა არ დაბრუნდება. ცოცხლებიც და დაღუპულებიც მუდამ შენთან დარჩებიან. სინდისსა და ხსოვნაში. დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამისთვის იბრძოლონ. მადლობა, უკრაინის დამცველებ. მე მაქვს პატივი ვიმსახურო თქვენთან ერთად. მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს! მარადი დიდება ცოცხლებს! დიდება უკრაინას!”,- განაცხადა ზალუჟნიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)