|
2022-08-23 17:58:45, 1737 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი
ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის და დასძინა, რომ ყირიმი უკრაინაა. "ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს და ქართველ ხალხს. აუცილებელია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც, მე მჯერა, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ამაყი ვარ, რომ ვუერთდები ყირიმის დეკლარაციას საქართველოს სახელით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა. ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ასევე, ხვალ გახდება 6 თვე მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობისა რუსული აგრესიის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ თარიღების დამთხვევა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ გამოწვევები და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ უპასუხო აგრესია იწვევს მეტ აგრესიას და არასტაბილურობას", - განაცხადა პრეზიდენტმა. გამოყენებულია ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)