|
2022-08-23 15:25:32, 2335 ნახვა
მსოფლიო
გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე
გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისში განაცხადეს, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზში გალიები სასამართლო პროცესის დროს ტყვეების შესაკავებლად აშენდა. მათივე ცნობით, სამხედროების დევნა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო, სამხედრო დანაშაულად განიხილება. „ეს მიუღებელი და დამამცირებელა“,- აღნიშნავენ გაერო-ში. აღსანიშნავია ისიც, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის თანამშრომლებს უარი განუცხადეს, მოენახულებინათ რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ტყვეები. შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნებს დგამენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ. საკრებულოს ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)