|
2022-08-23 14:24:27, 1013 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ დუგინი შვილის პანაშვიდზე - ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა
ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის,- ამის შესახებიკრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას პანაშვიდზე განაცხადა. მისი თქმით, ის გრძნობს, იმას თუ რამდენად ბედნიერი იქნებოდა დარია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მამაცობის ორდენი მიანიჭა. „ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი: ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია. მას არ ჰქონდა შიში და ბოლოს რაც თქვა, როცა ტრადიციის ფესტივალზე ვისაუბრეთ, მითხრა: „მამა, მე თავს მეომარად ვგრძნობ, თავს გმირად ვგრძნობ. მინდა ვიყო ასე, მე. სხვა ბედი არ მინდა. მე მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან. ჩემს ბოლო ლექციაზე ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიყავით და ვუთხარი, რომ ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა სინათლისა და სიბნელის შორის. ღმერთსა და მის მოწინააღმდეგებს შორის“,- განაცხადა დუგინმა. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნულ დანაშაულს საზიზღარი და სასტიკი უწოდა. რუსეთის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის თქმით, მისი შვილი რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ მისივე თქმით, მათ რუსეთის მტრებს სისხლიანი ტერორით სურდათ მათი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)