|
2022-08-23 13:00:47, 2245 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში რუსეთი გააქტიურებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე იერიშის მისატანად. უკრაინაში რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უქმნის”,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)