|
2022-08-23 11:01:52, 1720 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება
ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. „ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“,- განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 18 აგვისოტოს ლვოვში ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა. ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აიღოს პასუხისმგებლობა დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად. მისივე თქმით, ანკარა მზადაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დიპლომატიური წვლილი შეიტანოს, ამიტომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)