02:23 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 13:05:18, 1469 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ.

„ყველასათვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics