|
2022-08-21 15:41:08, 1267 ნახვა
მსოფლიო
კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. ცნობისთვის, გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)