|
2022-08-21 14:14:13, 1261 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - თუ დუგინას მკვლელობაში უკრაინული კვალის ვერსია დადასტურდება, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საუბარი
უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე- ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა დარია დუგინას მკვლელობის საქმეს. ზახაროვას თქმით, ასეთი ვარაუდის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად საკმარისი ფაქტების მოგროვება შეძლო. „უკრაინული კვალი თუ დადასტურდა – და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“,- წერს ზახაროვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)