|
2022-08-21 09:54:17, 1221 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ალექსანდრ დუგინის ავტომობილი ააფეთქეს, გარდაიცვალა მისი შვილი დარია დუგინა
მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა. მისი თქმით, მომხდარში უკრაინელი ტერორისტები არიან გარეულნი, მათ მთავარ მიზანს კი ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაცია წარმოადგენდა. „უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი მანქანაში“,- წერს პუშილინი. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვში, ოდინცოვსკოეს რაიონში მოხდა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც ცნობისთვის, დარია დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი იყო, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)