|
2022-08-20 15:18:52, 1356 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის მოქალაქეებს EU-ს ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს
ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით,, ბალტიის ქვეყნები უგულებელყოფენ მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. „დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს. ესტონეთსა და ლატვიაში ომის დამნაშავეებს ძეგლებს უდგამენ. ლიეტუვის ქალაქების ქუჩებში ღიად ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები",- განაცხადა შოიგუმ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 30-31 აგვისტოს პრაღაში გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)