|
2022-08-19 16:39:49, 1437 ნახვა
მსოფლიო
„მშვიდობა გვჭირდება“ - ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსები უკრაინელების წინააღმდეგ არ იბრძოლებენ
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ქვეყანას უკრაინასთან ბრძოლა არ სურს“. როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სააგენტო BelTA წერს, რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, არა უკრაინა, არამედ „ნატოს მთელი ბლოკი იბრძვის.“ „არ იფიქროთ, რომ აქ რაღაც შეტევას ვგეგმავ, უკრაინას დავბომბავთ ბელარუსის ტერიტორიიდან და ა.შ. მე არ მაქვს თქვენი და ჩემი შვილების ბრძოლის სურვილი. რისი სახელით? ჩვენ გვჭირდება მშვიდობა . დღეს ნატოს მთელი ბლოკი და ამერიკა, რუსეთთან ომშია“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ლუკაშენკო და მისი რეჟიმი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთს და უშვებს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას ბელარუსის ტერიტორიიდან. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)