|
2022-08-19 16:37:48, 1450 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია მასსა და პუტინს შორის შეხვედრა უზრუნველვყოთ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრა შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დიპლომატიური წვლილი შეიტანოს, ამიტომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია. „ ბატონ ზელენსკისთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტი. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ეს განვუცხადე ბატონ პუტინს სოჭში შეხვედრის დროს. მე შევახსენე ბატონ ზელენსკის, რომ შეგვიძლია მათ შორის შეხვედრა უზრუნველვყოთ",- განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 აგვისოტოს ლვოვში ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა. ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აიღოს პასუხისმგებლობა დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)