19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 14:50:39, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ფაშინიანი - საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდების მხრივ

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
 
„საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics