|
2022-08-19 12:12:32, 1025 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 800 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლებას გამოიყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცეს სხვა ქვეყანას. მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება შესაძლებელია დღეს, 19 აგვისტოს გაავრცელოს. „წყაროებმა, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნეს, რომ განცხადება შესაძლოა მომავალი კვირისთვის გადაიტანონ და, ასევე შესაძლებელია, რომ იარაღის პაკეტების ღირებულება შეიცვალოს მათ გამოცხადებამდე",- წერს Reuters-ი. შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა კიევის მთავრობას უსაფრთხოების მიზნით უკვე მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)