|
2022-08-18 15:49:00, 1289 ნახვა
მსოფლიო
პატიმრების გაცვლა, მარცვლეული და თვითმფრინავები - ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრის მთავარი საკითხები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ტელეარხის NTV- ის ცნობით, პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის ვარიანტებს განიხილავენ. სხვა თემებს შორისაა თურქეთის შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლაში,თურქეთის საჰაერო ძალების A440M-ის ორი თვითმფრინავის ქვეყანაში დაბრუნება. ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი უკრაინაში იმყოფება. პრეზიდენტი ერდოღანი უკანასკნელად უკრაინას 2022 წლის 3 თებერვალს ეწვია, რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე. უკრაინამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ამიტომ ერდოღანი და მისი დელეგაცია პოლონეთიდან სახმელეთო გზით ლვოვში ჩავლენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)