|
2022-08-18 15:03:42, 1427 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს ლავროვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის ვიზის გაცემას თხოვს
საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად,რუსეთი ამერიკისგან ვიზების გაცემას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა თითქოს არაერთხელ შექმნა სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით რუსი დიპლომატებისთვის. „საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით... დაუყოვნებლივ გასცეს ვიზები მინისტრს და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს“, - დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვსურს სერგეი ვიქტოროვიჩ ლავროვის ნახვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა. შეგახსენებთ. რომ თებერვალში შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. მათ წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმაც დააწესა . აპრილში ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)