|
2022-08-18 14:25:45, 1466 ნახვა
მსოფლიო
საბჭოთა ძეგლების აღების შემდეგ, ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები დაიწყო
მას შემდეგ, რაც ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო, ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები დაფიქსირდა. რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Killnet-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, რომელმაც 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო საიტი დაბლოკა. „გუშინ ესტონეთში 2007 წლის შემდგომ, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევები მოხდა",- განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მდივანმა, ლუკას ილვესმა. ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ისაუბრა. „ჩვენ გადავწყვიტეთ ძირითადი საკითხი, რომ კომუნისტური ძეგლები საჯარო სივრცეებიდან უნდა იყოს აღებული და ჩვენ ამას რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ. ზუსტი დრო დამოკიდებულია მზაობასა და ადგილობრივი მმართველობების ლოჯისტიკურ გეგმებზე",- განაცხდა კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)