|
2022-08-18 12:46:22, 1277 ნახვა
მსოფლიო
თურქული მედია - შესაძლებელია ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტი პუტინთან შესახვედრად მოიწვიოს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კრემლის ხელმძღვანელთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Urek A Haber იტყობინება. ტელეკომპანიის ცნობით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ლიდერებს შეუძლიათ განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. „რუსული წყაროებიდან მიღებული ახალი ამბების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ლიდერებს შეუძლიათ განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. ამის შემდეგ დელეგაციებს შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა ამ საგზაო რუკის რეალიზებაზე",- ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ლვოვში გაიმართება მოლაპარაკებები უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერესს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)