|
2022-08-17 15:50:02, 1075 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს. აღნიშნული დოკუმენტი, მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის. ბაიდენის თქმით, „ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი, ფედერალური დეფიციტის შემცირებას მოხმარდება. ამასთან, ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი აშშ-ის ისტორიაში, რომლის მიღებაც ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)