02:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 14:25:09, 1630 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, საინტერესო და ტრადიციული, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. „ბახმაროსა"და „ნაბეღლავის" ორგანიზებითა და ბანკის ჩართულობით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება.

ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, ღონისძიება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.

წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება.

წყაროს წყალმა „ბახმარომ" გამარჯვებულებისთვის ფულადი საპრიზო ფონდიც დააწერა, რომელიც  15.000 ლარს შეადგენს. საპრიზო თანხებს გამარჯვებულებს ასევე გადასცემს  „ნაბეღლავი".

კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი  1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს.

რეგისტრაცია  18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის: ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics