|
2022-08-17 12:58:37, 1258 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი რუსეთთან „ახალი სარაკეტო ხელშეკრულების“ ხელმოწერას უარყოფს
რუსეთმა თურქეთთან დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტებით მიწოდების შესახებ განაცხადა, თუმცა, ანკარა ამ ფაქტს უარყოფს. როგორც Bloomberg იტყობინება, თურქეთის თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ უარყო მეორე შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2017 წელს პირველადი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, არანაირი ცვლილება არ მომხდარა. რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსი, დიმიტრი შუგაევი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქეთში რუსული S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპონენტების ადგილობრივ წარმოებას. როგორც Bloomberg წერს, თუქეთის მიერ ამ ინფორმაციის სწრაფი უარყოფა ხაზს უსვამს ერდოღანის „ბალანსის“ პოლიტიკას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. თურქეთის მთავრობა შეიარაღებულ ძალებს თავდასხმის თვითმფრინავებით ამარაგებს, მაგრამ ასევე არ უერთდება დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მიზნად რუსეთის დასუსტებას ისახავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი შეთანხმების გაფორმებამ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ, შესაძლოა აღადგინოს დაძაბულობა ნატო-ს წევრებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)