|
2022-08-17 10:40:03, 1437 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით „საქართველოს ბანკსა“ და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა. საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით 180 000 ლარს შეადგენს. „მოხარული ვართ რომ ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, ახალქალაქში ყველის წარმოება დაგვეწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ავაშენეთ საწყობი, შევიძინეთ რძის გასაციებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები, მაცივრები და საწარმოს ინვენტარი. იმედი გვაქვს სამომავლოდ წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ემზარ გობაძემ. „ბიზნესის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ უცვლელი პრიორიტეტია, რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისება კი განსაკუთრებით საჭირო. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს შექმნას საწარმო და იფიქროს სამომავლო განვითარებაზე. მეწარმე უკვე წარმატებით ახორციელებს ყველის რეალიზაციას თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებში. სამომავლოდ კი სურს ქარხნული ყველის დამზადება და წარმოების გაფართოება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეგიონი“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)