|
2022-08-16 17:15:42, 2054 ნახვა
რეგიონი
აჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს
აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის დონეს რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს. პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგები კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და შეძლონ მათი გამოსწორება. თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არსებულ მონაცემებს 2023 წლის სატრენინგო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინებს. ყოველწლიურად, დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადებას უზრუნველყოფს. მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამები გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)