08:40 - 10 Oct, 2026
|
2022-08-16 10:32:25, 976 ნახვა
მსოფლიო
ერევანში სავაჭრო ცენტრში მიმხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ერევანში სავაჭრო ცენტრში მიმხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს 15 ცხედარი, აქედან 6 იდენტიფიცირებულია, 9-ის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მათივე ცნობით, ერევნის სამედიცინო დაწესებულებებს 60-მა დაშავებულმა მიმართა, მათგან 12 მკურნალობს, 48-მა მიიღო დახმარება და გაწერეს. 18 ადამიანი დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში „სურმალუში“ აფეთქება მოხდა. ხანძარი პიროტექნიკის საწყობში გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)